ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

 

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

წაკითხვა 399 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 21 2020