ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

 

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-მდე გაიზარდა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანია გარდაცვლილი.

წაკითხვა 381 ჯერ