April 26, 2024

"ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში" - ეკატერინე ტიკარაძე

ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში, იქნებ, როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რომ ერთ-ერთი პაციენტი იქამდე არ შეიყვანეს რეანიმაციაში, ვიდრე ახლობლებმა ამბავი არ ატეხეს, ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტს არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა რეანიმაცია და ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი.

 

„თქვენ ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი – არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს ესაჭიროება რეანიმაცია, თუ არა, და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ტეხს. ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად.

აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ვინაიდან ისინი ცხრა თვეა, თავს არ ზოგავენ. ჩვენ გვაქვს კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არა თუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ, თუ ემოციურ მდგრადობასაც“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 325 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.