ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 - აჭარაში, 305 - იმერეთში

ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის  მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 32 127-ს . როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში – ცხრა ადამიანი, აჭარაში – რვა, იმერეთში – ორი, შიდა ქართლში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში ორი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.

 

დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231.

 

3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში-1 926 სულ 6-26  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8 918 პირი.

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში – 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195. ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

 
წაკითხვა 409 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2020