პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა - ლევან რატიანი

"პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა, მიუხედავად იმისა, მას ეს სჭირდება თუ არა"- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, 30 კვირის ორსული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქად ფასდებოდა და კლინიკური დირექტორის გადაწყვეტილებით დატოვა საავადმყოფო.

 

"პაციენტს აქვს უფლება შეწყვიტოს მკურნალობა, იმის და მიუხედავად მას საჭიროებს თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვინაიდან არცერთი ვიტალური პარამეტრი, როგორც ორსულის ასევე ნაყოფის არ შეესაბამება პათოლოგიურ მდგომარეობას. ქალბატონს სურდა კლინიკიდან გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაწყვიტა კლინიკურმა დირექტორმა დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა პაციენტს კლინიკა"- განაცხადა ლევან რატიანმა

 

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ორსული გაიქცა, რასაც კლინიკის დირექტორი უარყოფს.

წაკითხვა 335 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.