იმერეთში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან, თბილისში - 445, აჭარაში კი 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 18 364 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4 209 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.

 

„დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44.

 

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

 

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი.

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 373 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.