ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა სახლის დეზინფექცია.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი