ივნისი 18 2023 წაკითხვა 265 ჯერ

მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა ბევრი რისკი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ივნისი 16 2023 წაკითხვა 266 ჯერ

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ივნისი 05 2023 წაკითხვა 337 ჯერ

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7%-ია მოცული და პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3 მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.

მაისი 23 2023 წაკითხვა 225 ჯერ

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების შესახებ წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში დადასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების რვა შემთხვევა, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მაისი 23 2023 წაკითხვა 193 ჯერ

„ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა, იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაავადების 3 118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისი 08 2023 წაკითხვა 255 ჯერ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა.

გვერდი 4 სულ 180
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.