ამ გვერდის ამობედვა

თბილისსა და რუსთავში გადაღებული ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9”-ის თრეილერი გამოჩნდა

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9“ (“ფორსაჟი 9”)-ის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა, რომელშიც კარგად ჩანს საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციებზე გადაღებული მონაკვეთები.

„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში 2019 წლის 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოში ჰოლივუდმა ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მლნ ლარი დახარჯა. ფილმის პრემიერა შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავორუსის გამო Fast & Furious 9-ის პრემიერა ერთი წლით გადაიდო. შარშან Universal Pictures-ის 12 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფილმის პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. ფილმის ოფიციალურ  Twitter-ის გვერდზე წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ზოგი თქვენგანი იმედგაცრუებულია, ყველას უსაფრთხოებისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი გლობალური ოჯახი საშუალებას გვაძლევს ეს ეტაპი ერთად გავიაროთ. მომავალ ზაფხულს შევხდებით"- ვკითხულობთ წერილში.

 

 

ერთი წლის თავზე ფილმის თრეილერი რუსული კინობაზრისთვისაც გამოჩნდა.

 

იხილეთ ვიდეო:

წაკითხვა 835 ჯერ

სიახლეები