ამ გვერდის ამობედვა

პირველ დეკემბერს გალერეა „აკადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით "WOMEN IN COLOR" გაიხსნება

პირველ დეკემბერს გალერეა „აკადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით - "WOMEN IN COLOR" გაიხსნება.

გამოფენაში მონაწილეობას ახალგაზრდა ხელოვანები – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის, მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, ხატვა, ქანდაკება და შერეული მასალა.

 

ხელოვანებისთვის ამ თემის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ის  სფეროა, სადაც პრობლემა გარედან არ ჩანს და პროცესები უფრო დაფარულია. 


გამოფენაში მონაწილეობენ: 
თამარ თალი თოიძე
ანა ბოტკოველი
მედეა ყირიმელი



გამოფენა ეწყობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.

გამოფენის გახსნა 19:00

მისამართი: ქ.თბილისი შარდენის ქუჩა #19

წაკითხვა 900 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2018