March 29, 2024

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

 მსახიობ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ავრცელებს. უცნობია, რა პრობლემები აქვს მსახიობს. 

"ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა. 
ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში. 
იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!" - ნათქვამია მოზარდმაყურებელთა  თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 1016 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.