ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2021'' გრან პრის გარეშე დასრულდა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალი 12 წელია ტარდება. მასში მონაწილეობას იმერეთის თითქმის ყველა სახელმწიფო და სახალხო თეატრი იღებს. წლევანდელი ფესტივალი 17 ივნისს გაიხსნა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“-თ  დაიხურა. 

 

ჟიურიმ საუკეთესო დრამატურგად რეზო კლდიაშვილი დაასახელა, სპექტაკლისათვის „იმერული რეკვიემი“.

 

სამწუხაროდ, წელს, ჟიურიმ გრან პრი არ გასცა. ნომინაციაში საუკეთესო ,,საუკეთესო სპექტაკლი'' პრიზი არცერთ თეატრს მიუღია. ჟიურის თავმჯდომარე ჩხარტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი ფესტივალისთვის თეატრები უკეთესად მოემზადებიან და მომავალ წელს ჟიური გრან პრს გასცემს.

 

დახურვის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალზე ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოეს.

 

საუკეთესო მსახიობის ტიტული ხარაგაულის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს ირინე ჩხეიძეს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული წყალტუბოს თეატრიდან ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა. 

 

ფესტივალის დახურვაზე შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი მიესალმნენ.

 

„ეს დღეები როგორც წესი თეატრალური ზეიმია ჩვენს რეგიონში. მიხარია რომ ამ თეატრალური მოვლენის მთავარი მასპინძელი ქუთაისია. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ჟიურის და მის თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ლევან როხვაძეს,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 542 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 02 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.