30 დეკემბერს, ქუთაისის სასტუმრო "Best Western Kutaisi"-ში ვან გეგას ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

30 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისის მერია და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi" პატარა ქუთაისელი მხატვრის - ვან გეგას ნახატების გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებათ.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ადგილზე გაეცნოს ვან გეგას შემოქმედებას და მისი ნამუშევრები შეიძინოს.

 

ვან გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია. ის ასევე, ჩვენი ქვეყნის სახელით პირველად მოხვდა მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე „Toyota dream car art“- ის მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა.

 

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. ხატავდა ანიმაციის გმირებსა და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია კუბიზმით, აბსტრაქციითა და ავანგარდით. ხატავს ფანქარში, აკრილსა და ზეთში. 

 

მისი ნამუშევრები გამოყენებულია ცნობილი ქართული ბრენდების ეტიკეტად. ქუთაისელი მხატვარი ფარმაცევტული კომპანია ,,პსპ"-ს გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

წაკითხვა 1996 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.