ქუთაისში 8 წლის მხატვრის ვან–გეგას ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა

დღეს, ქუთაისის მერიისა და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi -ის მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში" პატარა ქუთაისელი მხატვრის, ვან- გეგას გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას 45-მდე ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა ჟანრშია შესრულებული. გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი მოადგილე ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი.

 

კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად  ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.

 

შეგახსენებთ, რომ ვან-გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია, ის ასევე პირველად მოხვდა, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე Toyota dream car art მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა. გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. ხატავდა ანიმაციის გმირებსა და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია, კუბიზმით, აბსტრაქციით, ავანგარდით, ხატავს ფანქარში, აკრილსა და ზეთში .

წაკითხვა 1050 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.