ქუთაისში საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ჩატარდება

16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე და აკაკი იოსელიანი იქნებიან. მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“, კამერული მუსიკის საღამოში, ფესტივალის საზეიმო გალა-კონცერტში. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო კი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასსაც ჩაატარებს. 

სპექტაკლებისა და კონცერტების დასაწყისი 19 საათზე.

 

40969492 874316532762919 6428316331182915584 n

 

წაკითხვა 453 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 06 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.