ამ გვერდის ამობედვა

რას ეძახდნენ ოჯახის წევრები და რაზე ოცნებობდა გურანდა გაბუნია?

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი გუ­რან­და გა­ბუ­ნია გარ­და­იც­ვა­ლა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსახიობი 80 წლის ასაკ­ში, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.


გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას "ბუ­ბას" ეძა­ხდნენ, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. მა­მა­მი­სი სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, დედა - მსა­ხი­ო­ბი და ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან და­უ­ახ­ლოვ­და თე­ატრს. სცე­ნა­ზეც საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში დად­გა. უყ­ვარ­და ცეკ­ვა და ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სკო­ლა სო­ხუმ­ში და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ დე­დას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლის მა­გივ­რად თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო

 

ფა­კულ­ტეტს მი­ა­შუ­რა. კარ­გად სწავ­ლობ­და, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას იღებ­და. იმა­ვე შე­ნო­ბა­ში გა­იც­ნო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, რომ­ლის გვერ­დით 56 წელი გა­ა­ტა­რა...



ორი წელი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მა­შინ გუ­რან­და გა­ბუ­ნია 19 წლის გახ­ლდათ, ოთა­რი - მას­ზე 7 წლით უფ­რო­სი. შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 

 

ად­გი­ლი გა­მო­იც­ვა­ლეს, ბო­ლოს ბინა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან ახ­ლოს და­ი­დეს.

გთა­ვა­ზობთ გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" მის­ცა:
 
 
- ცეკ­ვა ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, გა­ვი­გე, რომ ბუ­ხუ­ტი და­რახ­ვე­ლი­ძეს ცეკ­ვის ან­სამ­ბლი ჰქონ­და და მას­თან მი­ვე­დი. მა­შინ­ვე მი­მი­ღეს და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ი­წყო. მა­შინ უკვე სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ოთარს ვიც­ნობ­დი. დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში გვქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად დი­ლის ოთხ სა­ა­თამ­დეც გრძელ­დე­ბო­და. ოთა­რი გა­რეთ იდგა და მე­ლო­დე­ბო­და. ან­სამ­ბლი მოს­კოვ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მეც იმ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი. სპორ­ტულ ცეკ­ვას ვცეკ­ვავ­დით, რო­მე­ლიც ბუ­ხუ­ტი და­რახ­ვე­ლი­ძემ დად­გა, ოთხნი სო­ლოს და და­ნარ­ჩე­ნი დასი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვი­ერ­თდე­ბო­და. შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლა გვქონ­და... სამ­წუ­ხა­როდ, ის ან­სამ­ბლი და­ი­შა­ლა და იქი­დან შემ­დეგ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ცეკ­ვა­ვე "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" გა­და­ვი­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო მეც აღარ შე­მეძ­ლო ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თე­ატ­რა­ლურ­ში კარ­გი სწავ­ლა იყო, სპექ­ტაკ­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ხან მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გოგ­თან სი­ა­რუ­ლი გვი­წევ­და და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გვქონ­და.


- თქვით, რომ ოთა­რი გვი­ა­ნო­ბამ­დე გა­რეთ გე­ლო­დათ, თქვენს ცეკ­ვა­ზე არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია?

- არა, ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩვე­ნი ან­სამ­ბლი... ოთა­რი მა­შინ უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, მე - სტუ­დენ­ტი. ის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მო­დი­ო­და ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე.


- თქვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია ცნო­ბი­ლია...


- დიახ, სულ ამას ვყვე­ბი. მე და ოთა­რი ერ­თმა­ნეთს ნუგ­ზარ გა­ჩა­ვამ გაგ­ვაც­ნო და ამი­სათ­ვის მისი ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.


- თქვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბი ვინ იყ­ვნენ?

- ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და იუზა ხუს­კი­ვა­ძე. ხელი რომ მო­ვა­წე­რეთ, იმ დღეს წვიმ­და და შე­ნო­ბა­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, წყა­ლი ჩა­მო­დი­ო­და. ჩემ­თვის ვფიქ­რობ­დი, წვიმს, ეს ცუ­დის ნი­შა­ნია-მეთ­ქი.


- მა­შინ სად ცხოვ­რობ­დით?

- მე სა­ი­ათ­ნო­ვა­ზე, ირაკ­ლი - ლერ­მონ­ტოვ­ზე, ოთა­რი კი ვა­კე­ში კავ­ში­რის ქუ­ჩა­ზე ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ოთა­რი იქ ვცხოვ­რობ­დით და მახ­სოვს, წვი­მის დროს მთელ კე­დელ­ზე წყა­ლი რომ ჩა­მო­უყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. შემ­დეგ დიღ­მის მა­სივ­ში გა­და­ვე­დით. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე ბინა კი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გაგ­ვი­კე­თა. ის რომ არა, ესეც არ გვექ­ნე­ბო­და.


- ბევ­რი აკ­ვირ­დე­ბა ისეთ დე­ტა­ლებს, რო­გო­რი­ცაა, რა თქვა მა­მა­კაც­მა გაც­ნო­ბი­სას პირ­ვე­ლად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახ­სოვთ?

- რა უნდა სცმო­და? ოთა­რი გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი იყო. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა­ნი იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით. ოთა­რი, ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სულ ერ­თად იყ­ვნენ. ირაკ­ლი რომ არა, მათ ტან­საც­მე­ლი არ ექ­ნე­ბო­დათ. ის უკე­რავ­და პე­რან­გებს, შარ­ვლებს, თა­ვის­თვის ფეხ­საც­მე­ლებ­საც კი. ხე­ლის მო­წე­რის­თვის ოთარს ირაკ­ლიმ შე­უ­კე­რა შარ­ვა­ლი. ის უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. ბევრ მხატ­ვრულ და მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ურ ფილმში ის­მის მისი ხმა. მათ შო­რი­საა: "დღე პირ­ვე­ლი, დღე უკა­ნას­კნე­ლი", სა­დაც ის ფოს­ტა­ლი­ო­ნის სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს. მიკ­ვირს, წლე­ბი ისე გა­დის, არა­ვის მოს­დის აზ­რად, ტე­ლე­ვი­ზი­ით ის კად­რე­ბი გა­უშ­ვან, სა­დაც ირაკ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რას მღე­რო­და. შე­იძ­ლე­ბა, და­კარ­გუ­ლია ეს ჩა­ნა­წე­რი. ბევ­რი რამ აღარ არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ხან­ძრი­სას გა­ნად­გურ­და ბევ­რი ფილ­მი.
 
 
წყარო: kvirispalitra.ge
 
 
წაკითხვა 1255 ჯერ

სიახლეები