ამ გვერდის ამობედვა

"იღბლიანები ხართ, საქართველოში ყველგან მოიწყობთ თავგადასავალს" - გაიცანით 26 წლის ამერიკელი გოგონა, რომელიც მსოფლიოში ველოსიპედით მოგზაურობს

ეს არის ამ­ბა­ვი 26 წლის ამე­რი­კე­ლი ნი­კოლ ჰე­კე­რის (Nicole Heker) შე­სა­ხებ,

რო­მელ­მაც ერთი წლის წინ, ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს გას­წვრივ ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა სრუ­ლი­ად მარ­ტომ, ვე­ლო­სი­პე­დით და­ი­წყო.

"წი­ნას­წარ მქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს და­მე­წყო. რი­ტუ­ა­ლე­ბი­სა და სიმ­ბო­ლო­ე­ბის ქალი ვარ, ასე ვთქვათ. სწო­რედ ამ დღეს მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბამ მომ­ცა ძალა არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა­მედ ყვე­ლა ქა­ლის­თვის, რომ და­მეძ­ლია ჩემს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა.

ეს იყო გან­ცხა­დე­ბა: დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია! ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა, რომ ქა­ლე­ბი სუს­ტე­ბი და რბი­ლე­ბი ვართ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეგ­ვიძ­ლია ასე­თე­ბი ვი­ყოთ, მაგ­რამ ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ ის, რაც გვსურს ვი­ყოთ. მე მსურს, რომ ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში ვე­ლო­სი­პე­დით ვი­მოგ­ზა­უ­რო და მე ამას გა­ვა­კე­თებ!" - გვი­თხრა ნი­კოლ ჰე­კერ­მა, რო­მე­ლიც გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, Ambebi.ge-ს ინ­ტერ­ვი­უ­ზე დას­თან­ხმდა.

nicolebike3 2019 03 16 2wYQgpZNQ5

მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის კი­დევ ერთი მი­ზა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბაა და მიზ­ნად ისა­ხავს მო­ი­ზი­დოს თან­ხე­ბი ნე­პალ­ში, ბავ­შვთა საქ­ველ­მოქ­მე­დო ცენ­ტრის - Happy Kids Center-ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

„რო­დე­საც ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რი ორი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე, მო­ვი­ხიბ­ლე. ვი­ცო­დი რომ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ფერ იმას გუ­ლის­ხმობს, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მიყ­ვარს - ბუ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას­თან ინ­ტე­რაქ­ცია, თა­ვი­სუ­ფა­ლი გზა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა ნი­კო­ლი.

nicolebike2 2019 03 16 3VktbCxz9DcFU

წელს, 8 მარტს ერთი წელი შეს­რულ­და, რაც ნი­კოლ ჰე­კერ­მა ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა წა­მო­ი­წყო. ტა­ი­ლან­დი, ლა­ო­სი, ჩი­ნე­თი, მონ­ღო­ლე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, უზ­ბე­კე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო - ეს ის ქვეყ­ნე­ბია, სა­დაც მან თა­ვი­სი ვე­ლო­სი­პე­დით გა­ი­ა­რა, ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და და შე­იყ­ვა­რა კი­დეც.

"თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მე­ლიც მარ­თლა შე­მიყ­ვარ­და! ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი და ენერ­გი­უ­ლი ქა­ლა­ქია. აქ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რე­ბიც შე­ვი­ძი­ნე“ - ამ­ბობს მოგ­ზა­უ­რი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი დრო სწო­რედ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ნო­ემ­ბერ­ში გად­მოკ­ვე­თა და თურ­ქე­თის­კენ მი­მა­ვალ გზას, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მარ­ტის თვე­ში და­ად­გა.

 .

რო­გორც, Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნი­კო­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სხვა მოგ­ზა­უ­რე­ბის­გან გა­ი­გო, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნაა რა­ღაც დრო­ით და­სარ­ჩე­ნად". სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი კი მიხ­ვდა, რა­ტომ ლა­პა­რა­კობ­დნენ ამ­დენს სხვა მოგ­ზა­უ­რე­ბი ორ ზღვას შუა მოქ­ცე­ულ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ზე.

"ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბუ­ნე­ბით, რო­მე­ლიც გაქვთ, ადა­მი­ა­ნე­ბით, საკ­ვე­ბი­თა და რა თქმა უნდა, ღვი­ნი­თა და ჭა­ჭით! გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ზამ­თა­რი გა­ვა­ტა­რე", - გვე­უბ­ნე­ბა ნი­კო­ლი.

თბი­ლი­სი, თე­ლა­ვი, გუ­და­უ­რი, ყაზ­ბე­გი, მცხე­თა, ხა­შუ­რი, სუ­რა­მი, ხა­რა­გა­უ­ლი, ზეს­ტა­ფო­ნი, სამ­ტრე­დია, ლან­ჩხუ­თი, გრი­გო­ლე­თი, შეკ­ვე­თი­ლი და ბა­თუ­მი - ეს ის ად­გი­ლე­ბია, რო­მელ­თა ნახ­ვა მოგ­ზა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ას­წრო. ახლა თურ­ქეთ­ში მი­დის და კი­დევ 22 ქვე­ყა­ნას გა­ივ­ლის, სა­ნამ ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ სე­ვი­ლი­ამ­დე ჩა­აღ­წევს და მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ას­რუ­ლებს.

nicolebikee 2019 03 16 LkKtSZQTSOz11V0

კი­თხვა­ზე თუ რა იყო მი­ზე­ზი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა მარ­ტომ და­ი­წყო, ნი­კო­ლი გვპა­სუ­ხობს:

"ვცდი­ლობ და­ვი­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც რე­ა­ლო­ბა­ში მაბ­რუ­ნებს, მა­გა­ლი­თად მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლე­ბი მარ­ტო არ უნდა მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, ან რომ ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ, რო­გო­რე­ბიც მა­მა­კა­ცე­ბი“, - იფიქ­რა და და­ამ­ტკი­ცა კი­დეც...

მოგ­ზა­ურს, რო­მე­ლიც გრძელ და რთულ გზას ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი 3 500 დო­ლა­რით და­ად­გა, ფული სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­თავ­და და ფიქ­რობ­და, რომ უკვე დრო იყო მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა აქ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა, ფული შე­აგ­რო­ვა და გზის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვა­დაც არ ყო­ფი­ლა... აქ ცხოვ­რე­ბი­სას ნი­კოლს უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა - საყ­ვა­რე­ლი ვე­ლო­სი­პე­დი მო­პა­რეს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ პატ­რუ­ლის მუ­შა­ო­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რად­გან მათ ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხეს ვე­ლო­სი­პე­დის პოვ­ნა და დაბ­რუ­ნე­ბა.

nicolegeorgia 2019 03 16 rQHrFsD1I6k5Xo

ეს არის ამ­ბა­ვი 26 წლის ამე­რი­კე­ლი ნი­კოლ ჰე­კე­რის (Nicole Heker) შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ, ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს გას­წვრივ ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა სრუ­ლი­ად მარ­ტომ, ვე­ლო­სი­პე­დით და­ი­წყო.

"წი­ნას­წარ მქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს და­მე­წყო. რი­ტუ­ა­ლე­ბი­სა და სიმ­ბო­ლო­ე­ბის ქალი ვარ, ასე ვთქვათ. სწო­რედ ამ დღეს მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბამ მომ­ცა ძალა არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა­მედ ყვე­ლა ქა­ლის­თვის, რომ და­მეძ­ლია ჩემს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა.

ეს იყო გან­ცხა­დე­ბა: დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია! ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა, რომ ქა­ლე­ბი სუს­ტე­ბი და რბი­ლე­ბი ვართ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეგ­ვიძ­ლია ასე­თე­ბი ვი­ყოთ, მაგ­რამ ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ ის, რაც გვსურს ვი­ყოთ. მე მსურს, რომ ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში ვე­ლო­სი­პე­დით ვი­მოგ­ზა­უ­რო და მე ამას გა­ვა­კე­თებ!" - გვი­თხრა ნი­კოლ ჰე­კერ­მა, რო­მე­ლიც გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, Ambebi.ge-ს ინ­ტერ­ვი­უ­ზე დას­თან­ხმდა.

 

მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის კი­დევ ერთი მი­ზა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბაა და მიზ­ნად ისა­ხავს მო­ი­ზი­დოს თან­ხე­ბი ნე­პალ­ში, ბავ­შვთა საქ­ველ­მოქ­მე­დო ცენ­ტრის - Happy Kids Center-ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

„რო­დე­საც ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რი ორი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე, მო­ვი­ხიბ­ლე. ვი­ცო­დი რომ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ფერ იმას გუ­ლის­ხმობს, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მიყ­ვარს - ბუ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას­თან ინ­ტე­რაქ­ცია, თა­ვი­სუ­ფა­ლი გზა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა ნი­კო­ლი.

 

წელს, 8 მარტს ერთი წელი შეს­რულ­და, რაც ნი­კოლ ჰე­კერ­მა ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა წა­მო­ი­წყო. ტა­ი­ლან­დი, ლა­ო­სი, ჩი­ნე­თი, მონ­ღო­ლე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, უზ­ბე­კე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო - ეს ის ქვეყ­ნე­ბია, სა­დაც მან თა­ვი­სი ვე­ლო­სი­პე­დით გა­ი­ა­რა, ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და და შე­იყ­ვა­რა კი­დეც.

"თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მე­ლიც მარ­თლა შე­მიყ­ვარ­და! ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი და ენერ­გი­უ­ლი ქა­ლა­ქია. აქ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რე­ბიც შე­ვი­ძი­ნე“ - ამ­ბობს მოგ­ზა­უ­რი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი დრო სწო­რედ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ნო­ემ­ბერ­ში გად­მოკ­ვე­თა და თურ­ქე­თის­კენ მი­მა­ვალ გზას, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მარ­ტის თვე­ში და­ად­გა.

რო­გორც, Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნი­კო­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სხვა მოგ­ზა­უ­რე­ბის­გან გა­ი­გო, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნაა რა­ღაც დრო­ით და­სარ­ჩე­ნად". სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი კი მიხ­ვდა, რა­ტომ ლა­პა­რა­კობ­დნენ ამ­დენს სხვა მოგ­ზა­უ­რე­ბი ორ ზღვას შუა მოქ­ცე­ულ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ზე.

"ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბუ­ნე­ბით, რო­მე­ლიც გაქვთ, ადა­მი­ა­ნე­ბით, საკ­ვე­ბი­თა და რა თქმა უნდა, ღვი­ნი­თა და ჭა­ჭით! გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ზამ­თა­რი გა­ვა­ტა­რე", - გვე­უბ­ნე­ბა ნი­კო­ლი.

თბი­ლი­სი, თე­ლა­ვი, გუ­და­უ­რი, ყაზ­ბე­გი, მცხე­თა, ხა­შუ­რი, სუ­რა­მი, ხა­რა­გა­უ­ლი, ზეს­ტა­ფო­ნი, სამ­ტრე­დია, ლან­ჩხუ­თი, გრი­გო­ლე­თი, შეკ­ვე­თი­ლი და ბა­თუ­მი - ეს ის ად­გი­ლე­ბია, რო­მელ­თა ნახ­ვა მოგ­ზა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ას­წრო. ახლა თურ­ქეთ­ში მი­დის და კი­დევ 22 ქვე­ყა­ნას გა­ივ­ლის, სა­ნამ ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ სე­ვი­ლი­ამ­დე ჩა­აღ­წევს და მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ას­რუ­ლებს.

კი­თხვა­ზე თუ რა იყო მი­ზე­ზი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა მარ­ტომ და­ი­წყო, ნი­კო­ლი გვპა­სუ­ხობს:

"ვცდი­ლობ და­ვი­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც რე­ა­ლო­ბა­ში მაბ­რუ­ნებს, მა­გა­ლი­თად მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლე­ბი მარ­ტო არ უნდა მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, ან რომ ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ, რო­გო­რე­ბიც მა­მა­კა­ცე­ბი“, - იფიქ­რა და და­ამ­ტკი­ცა კი­დეც...

მოგ­ზა­ურს, რო­მე­ლიც გრძელ და რთულ გზას ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი 3 500 დო­ლა­რით და­ად­გა, ფული სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­თავ­და და ფიქ­რობ­და, რომ უკვე დრო იყო მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა აქ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა, ფული შე­აგ­რო­ვა და გზის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვა­დაც არ ყო­ფი­ლა... აქ ცხოვ­რე­ბი­სას ნი­კოლს უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა - საყ­ვა­რე­ლი ვე­ლო­სი­პე­დი მო­პა­რეს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ პატ­რუ­ლის მუ­შა­ო­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რად­გან მათ ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხეს ვე­ლო­სი­პე­დის პოვ­ნა და დაბ­რუ­ნე­ბა.

"მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა ჩემ­თვის მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვარ. რო­დე­საც გზის ნა­პი­რას მყოფ მა­მა­კაც­თა ჯგუფს ვხე­დავ, ნერ­ვი­უ­ლო­ბა მე­წყე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კოც­ნას მიგ­ზავ­ნის, ზო­გი­ერ­თი მის­ტვენს, ზოგი მე­უბ­ნე­ბა „პა­ტა­რა, მოდი აქ!“. ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სუს­ტი ვარ ან რომ ად­ვი­ლად მი­საწ­ვდო­მი ვარ, რად­გან ვარ უცხო­ე­ლი და თა­ნაც მარ­ტო. რო­გორც წესი, ჩემი ერთი დაყ­ვი­რე­ბა აჩუ­მებს მათ“, - გვიმ­ხელს გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რი სა­კუ­თარ ში­შებს.

ნი­კოლ ჰე­კერს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც აღ­მო­აჩ­ნდა, ვინც ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შაო რუ­ტი­ნა­ში ისეა ჩარ­თუ­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სი­ლა­მა­ზის აღ­ქმა­საც ვერ ას­წრებს. ამ­ბობს, რომ მსგავ­სი მოგ­ზა­უ­რო­ბა ძვი­რი არ ჯდე­ბა, რად­გან მისი ტრან­სპორ­ტი და ის ფაქ­ტი, რომ ძი­რი­თა­დად კა­რავ­ში ცხოვ­რობს, დიდ ხარ­ჯებს არ სა­ჭი­რო­ებს.

nicolebikegirl 2019 03 16 F1khlme4PovwLxX

 

"დიდ სა­თავ­გა­და­სავ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წას­ვლა არ გჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ თავი თა­ვი­სუფ­ლად იგ­რძნო ან რე­ლაქ­სა­ცია შეძ­ლო. ყო­ველ­დღე სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, ყო­ვე­ლი დღე სამ­სა­ხუ­რამ­დე და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში, ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი გაქვთ თუ რო­გორ გა­ა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო.

შე­გიძ­ლი­ათ, წახ­ვი­დეთ სა­ლაშ­ქროდ თბი­ლი­სის ირ­გვლივ მშვე­ნი­ერ მთებ­ში, დაჯ­დეთ ვე­ლო­სი­პედ­ზე და წახ­ვი­დეთ ბა­თუმ­ში... წახ­ვი­დეთ გუ­და­ურ­ში სა­თხი­ლა­მუ­როდ ან კა­ხეთ­ში მო­ა­წყოთ ბა­ნა­კი... სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც იღ­ბლი­ა­ნე­ბი ხართ, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, სა­დაც არ უნდა ჩახ­ვი­დეთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლის მო­წყო­ბა შე­გიძ­ლი­ათ!" - გვე­უბ­ნე­ბა 26 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­მაც და­ამ­ტკი­ცა, რომ „ქა­ლებს ეს შე­უძ­ლი­ათ!“

ambebi.ge

წაკითხვა 1705 ჯერ