April 26, 2024

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდელებს ტაძრის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება

ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა,

ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

ტაძარში ამჯერად ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ჩასატარებელია გადახურვისა და მოხატვის სამუშაოები, ასაშენებელია სამრეკლო. 

,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ეკლესიას 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი სტუმრობს საქართველოდან და უცხოეთიდან.

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

imedinews.ge

წაკითხვა 830 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 30 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.