გრიშაშვილის ქუჩაზე შენობა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა მოხატა

წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა არტისტმა გრიშაშვილის ქუჩაზე ე.წ. Street Art-ი შეასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თანამედროვე ხელოვნების წამყვანი არტისტის დევიდ პოლ ქეისთვის (დავით ხაბურძანია) თბილისში ეს პირველი შესრულებული ნამუშევარია. 

 

ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა. 

 

„ვფიქრობ, წლის ბოლოს მომეცემა საშუალება, ისევ ჩამოვიდე თბილისში და იმედი მაქვს 30-40 კედელი მაინც იქნება მოხატული #TBILISIWALLS-ის ეგიდით“, - განაცხადა მხატვარმა.

 

Street Art

დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა.

 

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ დევიდ პოლ ქეის მადლობა გადაუხადა თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული Street Art-ით როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები დაინტერესდებიან.

 

პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

წაკითხვა 928 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.