ამ გვერდის ამობედვა

ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა და სამზარეულოს?

ყვე­ლა, ვინც ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ­ში Tennozu Isle ჩა­დის, უნე­ბუ­რად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ იგებს.

ეს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ და­წყე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ტო­კი­ო­ში 10 მარ­ტი­დან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ Tennozu Isle-ს გზა კი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გა­მო­ფე­ნამ­დე მი­დის, ხოლო ვინც გზას მიჰ­ყვე­ბა, ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით და­წუ­რუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტამ­დე მივა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი მეტ­რო­სად­გუ­რი სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრთან Terrada Warehouse მი­სას­ვლელს წარ­მო­ად­გენს, სა­დაც გა­მო­ფე­ნა „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ 10 მარტს გა­იხ­სნა და 7 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

სად­გუ­რი კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს და ერ­თმა­ნეთ­თან სხვა კუნ­ძუ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნი­თაა შექ­მნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი დი­დია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ, 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის: ტო­კი­ოს კი­დევ ოთხ უმ­სხვი­ლეს მეტ­რო­სად­გურ­ში Shonjuku, Ropongi, Ebisu და Meiji Jingumae გან­თავ­და სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი წარ­წე­რით - „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინფრ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან.

საფ­რან­გე­თის, კერ­ძოდ კი ბორ­დოს შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­აა, რაც ღვი­ნის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩვე­ნი ღვი­ნი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ და­ი­წყო.ტო­კი­ო­ში მინ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნა „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ დატ­ვირ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. 12 აპ­რილს ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ია­პო­ნუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით, ღვი­ნი და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ი­თა და კულ­ტუ­რით მო­ხიბ­ლუ­ლე­ბი დარ­ჩნენ.

სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ია­პო­ნი­ა­ში სა­არ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ვით გო­გი­ნა­იშ­ვილ­მა მი­ა­წო­და. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ია­პო­ნელ სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, მას ეს­წრე­ბოდ­ნენ შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air &Travel, Latera International, Europe Express და სხვა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი და ია­პო­ნუ­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი და­ი­გეგ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ორი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა ღრმა ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს იწყებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­დი­ნე­ბას, ისე ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ალ­ბათ, ამ პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ, გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ „ქარ­თულ ღვი­ნოს ია­პო­ნურ ბა­ზარ­ზე დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს“, არა­ვის გა­ა­ო­ცებს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ეს დიდ მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრა­ზა „ტო­კიო მა­რინ ჰილ­დინგსის“ სა­თაო ოფის­ში გა­მარ­თულ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ით­ქვა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ „ტო­კიო მა­რინ ჰილ­დინგსის“ პარტნი­ო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ია­პო­ნურ ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ღვი­ნოს წარ­მა­ტე­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს.

სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი „ტო­კიო მა­რინ ჰოლ­დინგსის“ თავ­მჯდო­მა­რემ და კომ­პა­ნია „სო­ნის“ დი­რექ­ტორ­მა შუძო სუ­მიმ და ცნო­ბილ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვან­მა ჰი­ტო­ში ქუ­სა­ნომ გა­უ­ზი­ა­რეს.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბებ­ზე ცნო­ბილ­მა სო­მე­ლიე მა­ძუ­სა­სე გვე­სა­უბ­რა, ხო­ლო­ი­ა­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, და­ვით გო­გი­ნაშ­ვილ­მა სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის, სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი­სა და­ქარ­თულ-ია­პო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია წა­რუდ­გი­ნა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კერ­ძე­ბის დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-თან პარტნი­ო­რო­ბით. ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე.

eka1eka3

www.ambebi.ge

წაკითხვა 1009 ჯერ

სიახლეები