ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის სახელწიფო ისტორიული მუზეუმი ტრადიციულად უერთდება კამპანიას - "ღამე მუზეუმში"

ქუთაისის სახელწიფო ისტორიული მუზეუმი ტრადიციულად უერთდება კამპანიას „ღამე მუზეუმში’’, რომელიც ეძღვნება მუზეუმის საერთაშორისო დღეს და კვლავაც მრავალფეროვანი გამოფენებითა და მუსიკალური წარმოდგენებით უმასპინძლებს დამთვალიერებელს.

პროგრამა • 18 მაისს, დილის 10:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმში ვიზიტი ყველა დამთვალიერებლისათვის უფასოა.


• 10:00-დან 21:00 საათამდე დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;


• 21:00-22:00-მუზეუმის გარე პერიმეტრი-ღონისძიებების საზეიმო გახსნა; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხა’’ედუარდ მურცხვალაძის ხელმძღვანელობით;


• 22:00-23:00-მუზეუმის შიდა ეზო- გამოფენა „ტრადიციის მომავალი". ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ნატალია პატარიძის ხელმძღვანელობით; სახელოვნებო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლი ლევან გერსამიას ხელმძღვანელობით; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხა’’ედუარდ მურცხვალაძის ხელმძღვანელობით; ღვინისა და თაფლის (ლაშა და ზაალ გურულები) და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ონიმა’’-ს პროდუქციის დეგუსტაცია;

 


• 23:00-24:00-I სართული-არქეოლოგია და თანამედროვეობა- (საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არქეოლოგიური გათხრების იმიტირებული ჩვენება);

 


• 24:00-01:00-მუზეუმის საექსპოზციო დარბაზი-ქართული კალიგრაფიის სკოლა (ფიქრია ჭაბუკიანი,), ხელნაწერთა განყოფილებაში დაცული ,,გიგანტი’’ (დიდი ფორმატის) წიგნებისა და „ვეფხისტყაოსნის’’ რამოდენიმე ხელნაწერის გამოფენა. ქალაქური მუსიკის საღამო-ლ. მესხიშვილის თეატრის მსახიობები: გიგა მიქაძე, ნინო მიქაძე, გიორგი შალამბერიძე), ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ნატალია პატარიძის ხელმძღვანელობით;


• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;


• ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი’’.

წაკითხვა 1208 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 16 2019

სიახლეები