ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ივანნა კოტიაშ-ელერდაშვილი სოლო კონცერტს გამართავს

ქუთაისის უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ივანნა (იანა) კოტიაშ-ელერდაშვილი ესტუმრება.

 

მომღერალი, მეცო-სოპრანო, მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის სოლო კონცერტი 7 ივლისს 18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

 

თეატრის ფოიეში უკრაინული ხატებისა და ტრადიციული ნაქარგობების ნიმუშები გამოიფინება. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ,,საქართველო - ჩემი სიყვარული, გულში - უკრაინა!’’ფარგლებში გაიმართება.

 

პროექტი საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამის „საქართველოს დღეები ევროპაში, ევროპის დღეები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

 

დასწრება თავისუფალია.

წაკითხვა 1027 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2019

სიახლეები