ამ გვერდის ამობედვა

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა - „საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ -  მოეწყო

დღეს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა - „საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ -  მოეწყო.

ღონისძიებაზე იმ 17 ქალის ისტორია წარმოადგინეს, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში, დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.  
გამოფენა  კამპანია „ძალა ევროპაშიას’’ ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მხარდამჭერით გაიმართა.


კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.

 

rrr937661773 7160378886717440000 n

წაკითხვა 1241 ჯერ