ამ გვერდის ამობედვა

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში - "თურქებმა უკვე წარწერებიც დადეს ტაძრებში, რომ ისინი ქართულია"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ტაო-კლარ­ჯეთ­ში ექ­სპე­დი­ცი­ის დროს, შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უძ­ვე­ლეს წარ­წე­რე­ბი­ა­ნი ქვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

 

 

ეს არის ერ­თა­დერ­თი შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რი­ა­ნი არ­ტე­ფაქ­ტი შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრი­დან და ამ­რი­გად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

 

 

შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სამი მკვლე­ვა­რი - ბე­ბურ გო­ზა­ლიშ­ვი­ლი, შალ­ვა კო­ღუ­აშ­ვი­ლი და ანა იმე­დაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

 

 

ექ­სპე­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი­სა და კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ტარ­და. ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი ანა იმე­დაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

 

 

 

 

 

"ჩვე­ნი ჯგუ­ფი უკვე წლე­ბია სო­ფელ-სო­ფელ დავ­დი­ვართ ის­ტო­რი­ულ ტაო-კლარ­ჯეთ­ში. ვიკ­ვლევთ ყვე­ლა სო­ფელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია თუ არა იქ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. 2014 წლი­დან შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა გვაქვს.

 

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 2014 წლამ­დე 400-მდე ძეგლი იყო ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­ულ ტაო-კლარ­ჯეთ­ში, ხოლო 2014 წლი­დან, ინ­ტენ­სი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის შე­დე­გად 700-მდე ახ­ლად­მიკ­ვლე­უ­ლი ძეგლი შე­მო­ვი­და სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე­ში. ამათ­გან ზო­გი­ერ­თი არის ნა­ფხვე­ნის სა­ხით, მა­გა­ლი­თად, სა­ძირ­კვლამ­დე დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი თუ ცი­ხე­ე­ბი, ხოლო ზო­გი­ერ­თი კარ­გა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

 

 

ამ მხა­რე­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის თუ არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მიკ­ვლე­ვა თით­ქოს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია.

 

 

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ აღ­მო­ჩე­ნას, ეს წარ­წე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრი­დან არ გვქონ­და არ­ცერ­თი არ­ტე­ფაქ­ტი, გარ­და მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ქვის კვად­რი­სა - მო­ნას­ტრის მორ­თუ­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იქვე, სო­ფელ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის სახ­ლის კე­დელ­შია ჩა­შე­ნე­ბუ­ლი და 2015 წელს მი­ვაკ­ვლი­ეთ.

 

 

 

 

მე­ო­რე და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ტე­ფაქ­ტი არის სწო­რედ ეს უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნა. ჩვე­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნი­სას, ექ­სპე­დი­ცი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ბე­ბურ გო­ზა­ლიშ­ვილ­მა შემ­თხვე­ვით მი­აკ­ვლია მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლა­პი­და­რუ­ლი წარ­წე­რის ორ ფრაგ­მენტს" - გვე­უბ­ნე­ბა მკვლე­ვა­რი.

 

 

წარ­წე­რას სწავ­ლობს პა­ლე­ოგ­რა­ფი თემო ჯო­ჯუა. მეც­ნი­ერ­მა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ წარ­წე­რა მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და მისი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის მკვლე­ვა­რებს შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

 

"წარ­წე­რის გაბ­მუ­ლი ტექ­სტის წა­კი­თხვა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბებ­ლია, რად­გან აკ­ლია ფრაგ­მენ­ტე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეხე­ბა რა­ღა­ცის აშე­ნე­ბას. ასომ­თავ­რუ­ლით არის და­წე­რი­ლი. ეს არის შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის ერ­თა­დერ­თი წე­რი­ლო­ბი­თი არ­ტე­ფაქ­ტი. ვი­ცით, რომ შატ­ბერ­დი იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სამ­წიგ­ნობ­რე ცენ­ტრი და დღემ­დე არ იყო არ­ცერ­თი წარ­წე­რა ცნო­ბი­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

 

 

არ­სე­ბობ­და კი­დევ ერთი წარ­წე­რა შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრი­დან, რო­მელ­ზეც ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ნა­ხეს ეს წარ­წე­რა, გად­მო­წე­რეს, თუმ­ცა არ­ტე­ფაქ­ტი და­კარ­გუ­ლია. ამ ახალ აღ­მო­ჩე­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და იგი მოგ­ვცემს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას, გარ­კვე­ულ ამ­ბავს შატ­ბერ­დის შე­სა­ხებ და ეს ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნის ფარ­გლებ­ში" - ამ­ბობს პა­ლე­ოგ­რა­ფი.

 

 

კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თე­მურ ხუ­ციშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს ამ­ბავს, თუ რო­გორ მი­აკ­ვლია მან, პირ­ველ­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რო­ბის უდი­დეს ის­ტო­რი­ულ კე­რას - შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერს.

 

 

 

 

"შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე სწო­რი ვა­რა­უ­დი თა­ვის დრო­ზე გა­მოთ­ქვა პავ­ლე ინ­გო­როყ­ვამ, ის ნამ­ყო­ფი არ იყო იქ, თუმ­ცა რე­გი­ო­ნი გან­სა­ზღვრა.

 

 

90-იან წლებ­ში თურ­ქმა მკვლე­ვარ­მა მინე ქა­დი­რ­ოღ­ლუმ იპო­ვა ეს ტა­ძა­რი და ჟურ­ნალ „გე­ორ­გი­კა­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია. მან პირ­ველ­მა თქვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო შატ­ბერ­დის მო­ნას­ტე­რი და რაც მთა­ვა­რია, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ეს იყო ქარ­თუ­ლი ძეგლი. ეს გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლია და ძა­ლი­ან მცი­რე ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და, ამი­ტომ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

 

 

ქარ­თველ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზრი, რომ შატ­ბერ­დი არის ენი­რა­ბათ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­გუ­მენ­ტე­ბი სუს­ტი იყო, მა­ინც ინერ­გე­ბო­და ეს აზრი. 2004 წელს მე პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით ვე­ძე­ბე და მი­ვაკ­ვლიე შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერს. ეს რომ შატ­ბერ­დია, დღეს უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია. შატ­ბერ­დში, რო­გორც ერთ-ერთ დიდ სამ­წიგ­ნობ­რო კე­რა­ში, მე­ა­თე-მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბია გა­და­წე­რი­ლი, დღემ­დე რომ ოქ­როს სა­გან­ძურ­ში შე­დის" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

 

 

თე­მურ ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბოლო დროს თურ­ქებს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის და ის­ტო­რი­ის ძეგ­ლე­ბის მი­მართ ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. "წარ­წე­რე­ბიც კი და­დეს ტაძ­რებ­ში, რომ ისი­ნი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბია. აღი­ა­რე­ბენ, რომ ოდეს­ღაც ეს ტე­რი­ტო­რია იყო ქარ­თუ­ლი და ახლა მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი" - დას­ძენს თე­მურ ხუ­ციშ­ვი­ლი.

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს იკ­ვლევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ექ­სპე­დი­ციო ჯგუფ­მა 2014 წლი­დან დღემ­დე ის­ტო­რი­ულ ტაო-კლარ­ჯეთ­ში 27 ექ­სპე­დი­ცია მო­ა­წყო და ასე­უ­ლო­ბით უნი­კა­ლუ­რი ძეგლი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

 

 

წაკითხვა 747 ჯერ

სიახლეები