ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიან კვარტეტს უმასპინძლებს

13 დეკემბერს, 18:00 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სიმებიან კვარტეტს უმასპინძლებს.

კონცერტი ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. საღამოს წარუძღვება საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე , მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი.

 


კლასიკური მუსიკის კონცერტში მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი (ხელ: ირინა ლომინაძე) და სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების მოსწავლეები.

 


კონცერტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

წაკითხვა 1211 ჯერ