ამ გვერდის ამობედვა

ლენი კრავიცი თბილისში კონცერტს გამართავს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ SOLO-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, გრემის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი საქართველოს ეწვევა და 2020 წლის 31 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს.

 

მსოფლიო ტური HERE TO LOVE სტარტს 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აიღებს, ლენი ქართველი მსმენელის წინაშე როგორც ახალი ალბომის სიმღერებით, აგრეთვე მისი უკვდავი ჰიტებით წარსდგება.

 

 

ბილეთების გაყიდვა ხვალ 18 დეკემბერს 10 საათზე დაიწყება, თუმცა პირველ ეტაპზე ბილეთების შეძენას მხოლოდ სოლო კლუბის მომხმარებლები შეძლებენ, 26 დეკემბრიდან კი კონცერტზე დასასწრები ბილეთი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1345 ჯერ

სიახლეები