30 დეკემბერს, „ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

30 დეკემბერს, 20.00 სთ. საქართველო - ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“  და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - „ნატვრის ხე“ თბილისში, სასტუმრო “WYNDHAM GRAND TBILISI”-ში საქველმოქმედო საღამოს - „სიცოცხლისათვის“ გამართავს.

 

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“.

 

საღამოზე მოწვეულნი არიან საპატიო სტუმრები ისრაელიდან - პარლამენტარები, პოლიტიკური და ბიზნესელიტის ორმოცდაათამდე წარმომადგენელი. ისრაელის ბიზნეს - კომპანიები საქართველოში, თბილისის მერი და პარლამენტარები.

 

საქართველოში, პირველად ჩამოდის ამ მასშტაბის დელეგაცია ისრაელიდან საქველმომედო მიზნებისთვის.

 

საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მეცო - სოპრანო ნინო სურგულაძე წარსდგება. მას აკოპანიმენტს გაუწევს პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი.

 

შემოსული თანხებით განხორციელდება დახმარება ფონდი „ნატვრის ხის“ ბენეფიციარებზე, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

 

ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოებისა და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ხუთასი ათასზე მეტი ზარია შემოსული.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“  „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებებში თითქმის სისტემატიურად მონაწილეობს.

 

საქველმოქმედო საღამო სიმბოლურად, ებრაული სინათლისა და სიკეთის დღესასწაულის - ხანუქას ბოლო დღეს ჩატარდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ამ დღესასწაულს უკვე მეოთხედ მართავს, მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ისრაელელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, რომელთა შემოწირულობებიც მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას მოხმარდა.

 

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს განცხადებით, საქველმოქმედო საღამო საქართველოსადმი ისრაელის საზოგადოების - პოლიტიკური წრეების, ბიზნესისა და საზოგადო მოღვაწეების სოლიდარობის გამოხატულებაა. ასეთი განწყობა დიდი კაპიტალია ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, რომელიც დაგვეხმარება მაღალი დონის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია,  რომ ბოლო წლებში „ისრაელის სახლი“ საქართველოში გახდა მთავარი მისამართი ისრაელელი პოლიტიკოსებისა თუ სხვა გავლენიანი მოღვაწეებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ორგანიზაციის კონცეფციას - მაღალი დონის სახელმწიფოებრივი კავშირების დამყარებას.  „ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში დიდმა წარმატებამაც - 30%-იანმა ზრდამ დაგვანახა, რომ ორი სახელმწიფოს კავშირებში პოტენციალი ძალიან დიდია და ეს შეიძლება ყველა სფეროზე აისახოს. მომავალ წლიდან ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობას დაიწყებს ახალი ძალებით, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე. რაც შეეხება საქველმოქმედო საღამოს, ისრაელის მხარისთვის ეს გახდება 2019 წლის შეჯამებაა და მზადება 2020-თვის.

 

ისრაელში არის დიდი კეთილგანწყობა და ისრაელელი წამყვანი  ფიგურების მონაწილეობით საქველმოქმედო საღამოს ჩატარებაც ნათქვამის ნათელი მაგალიათია“, - აცხადებს იციკ მოშე.

ნატვრის ხის საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი:

სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი.

 

 

წაკითხვა 274 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.