ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება.

მუსიკოსი, ქუთაისის ოპერისა თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ - რევაზ ჯავახიშვილთან ერთად, მაყურებლის წინაშე პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი #1 სი-ბემოლ მინორით წარდგება. დავით ალადაშვილი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიურად მართავს კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, 2017 რეგიონალური ტურნე “პიანინო”-ს ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისში ჩატარდა.

 

ღონისძიების მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრია.

 

წაკითხვა 814 ჯერ