ამ გვერდის ამობედვა

"ხანძრის შედეგად განადგურდა... 30 წლის შემდეგ აღადგინეს" - რეზო ჩხიკვიშვილი უცნობ ფილმზე, სადაც მირზა გელოვანს თამაშობს

კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად მრა­ვა­ლი ფილ­მი გა­ნად­გურ­და...

 

სამი ათე­უ­ლი წლის და უფრო გვი­ან მე­რაბ თა­ვა­ძემ შეძ­ლო ძა­ლი­ან ძვე­ლი ფი­რი­დან ფილ­მის - "მე დავ­ბრუნ­დე­ბი" რეს­ტავ­რა­ცია. ფილმში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მთა­ვარ როლს, პო­ეტს და ჯა­რის­კაცს მირ­ზა გე­ლო­ვანს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს... მსა­ხი­ო­ბის­თვის თა­ვი­დან გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი ფილ­მი უზო­მოდ სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მოჩ­ნდა. 

 

 

- ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ვი­ყა­ვი, როცა მე­გო­ბარ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­მა­წო­და მე­რაბ თა­ვა­ძის ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მე დავ­ბრუნ­დე­ბი", სა­დაც მე პო­ეტს, ჯა­რის­კაცს – მირ­ზა გე­ლო­ვანს ვან­სა­ხი­ე­რებ­დი. ეს ფილ­მი 1982 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ იყო პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, პრე­მი­ე­რე­ბი და მერე ამ ფილ­მის არ­სე­ბო­ბა შე­წყდა...

 

 

ამ ფილ­მის დე­და­ნი, უამ­რავ სხვა ქარ­თულ ფილ­მებ­თან ერ­თად გა­ნად­გურ­და, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად... და აი სამი ათე­უ­ლი წლის და უფრო გვი­ან მე­რაბ თა­ვა­ძეს ძა­ლი­ან ძვე­ლი ფი­რი­დან რეს­ტავ­რა­ცია მო­უხ­და. ფილ­მი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია, ასე ვთქვათ, მე­ო­რედ გა­ცო­ცხლდა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კი­ნოს სამ­სა­ხურ­ში მყოფ­ნი მპირ­დე­ბი­ან, რომ ამ ფილ­მის ასლს ( მოს­კოვ­ში ინა­ხე­ბა ძვე­ლი ფილ­მე­ბის ას­ლე­ბი) მალე ჩა­მო­ი­ტა­ნენ და მერე ფილ­მი სრულ რე­ნე­სანსს გა­ნიც­დის.

 

 

 
 
 
მარ­თა­ლია, ფილ­მი ძი­რი­თა­დად მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტებს ასა­ხავს, მაგ­რამ იგი აგ­რეთ­ვე ეძღვნე­ბა უდ­რო­ოდ წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტე­ბის - ლადო ასა­თი­ა­ნი­სა და ალექ­სან­დრე სა­ჯა­ი­ას ხსოვ­ნას. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, იური კვა­ჭა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გახ­ლავთ მე­რაბ თა­ვა­ძე. კომ­პო­ზი­ტო­რი – ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, ოპე­რა­ტო­რი – და­ვით სხირტლა­ძე, მხატ­ვა­რი – ნიკა ყაზ­ბე­გი.
 
 

ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: გია ძნე­ლა­ძე, ჯე­მალ ნი­ო­რა­ძე, ხა­თუ­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ბად­რი კო­ბა­ხი­ძე, იზა გი­გოშ­ვი­ლი, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, თე­მურ გვა­ლია, რუს­ლან მი­ქა­ბერ­ძე და სხვა...

 

 

ძა­ლი­ან მინ­და, რომ დღე­ვან­დელ­მა თა­ო­ბამ, ახალ­გაზ­რდო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლადდ ნა­ხოს ეს ფილ­მი. ნა­ხონ რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რი, თავ­და­დე­ბუ­ლი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი თა­ო­ბა იყო მე-20 სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში – მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის, ლადო ასა­თი­ა­ნის, ალი­ო­შა სა­ჯა­ი­ას და სხვა პო­ე­ტე­ბის სა­ხით...

 

 

 

 

 

 

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ არ­სე­ბობ­დეს პე­ზი­ის რუკა, სა­დაც ქვეყ­ნე­ბის სი­დი­დე და სიმ­ცი­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნას რამ­დე­ნად კარ­გი პო­ე­ტე­ბი ჰყავს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო სუ­ლაც აღარ გა­მოჩ­ნდე­ბა პა­ტა­რა, არა­მედ გა­მოჩ­ნდე­ბა რო­გორც დიდი ქვე­ყა­ნაო... სა­ქარ­თვე­ლო რომ პო­ე­ზი­ის ქვეყ­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, ამა­ში თა­ვის წვლი­ლი, რა თქმა უნდა, მირ­ზა გე­ლო­ვან­საც მი­უ­ძღვის, რო­მე­ლიც სულ სა­მი­ო­დე წელი ცხოვ­რობ­და და ტრი­ა­ლებ­და დე­და­ქა­ლა­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში ( თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და 36-39 წლებ­ში)...

 

 

1939 წელს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ ომში წა­სუ­ლი პო­ე­ტი ომი­დან აგ­ზავ­ნი­და ნაჩ­ქა­რე­ვად და­წე­რილ ლექ­სებს და წე­რი­ლებს, რომ­ლებ­შიც თბი­ლი­სის მო­ნატ­რე­ბა ჩან­და...

 

 

"... წუ­ხელ ვებ­რძო­დი ცე­ცხლს და ურა­განს, და სა­ში­ნე­ლი ბრძო­ლე­ბის ნისლში, მე მო­მეჩ­ვე­ნა სა­დღაც ჩვენს უკან, აღელ­ვე­ბუ­ლი იდგა თბი­ლი­სი..."

 

 

სულ რა­ღაც ათი­ო­დე წელი გაგ­რძელ­და მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა... 1944 წელს მდი­ნა­რე დვი­ნის გა­და­ლახ­ვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, 27 წლის იყო... დაკ­რძა­ლუ­ლია ბე­ლო­რუს­ში, ვი­ტემ­სკის ოლ­ქის სო­ფელ – სა­ნი­კის საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზე... ამ ფილ­მის გა­ცო­ცხლე­ბით კი­დევ ერთხელ მი­ვა­გებთ პა­ტივს ასე­თი პო­ე­ტის და ჯარ­სკა­ცის ნა­თელ ხსოვ­ნას...

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1444 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 29 2020

სიახლეები