ამ გვერდის ამობედვა

ოთხი უნიკალური სამკაულის ისტორია, რომელიც უძველეს მდიდრულ აკლდამებში აღმოაჩინეს

სამ­კა­უ­ლი­სად­მი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

 

ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნის პე­რი­ოდ­ში ჩნდე­ბა სამ­კა­უ­ლის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი. დღეს ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ უძ­ვე­ლეს სამ­კა­უ­ლად მიჩ­ნე­უ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, ბლომ­ბო­სის გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­ჟა­რის მძი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით 75000 – 100000 წლით თა­რიღ­დე­ბა.

 

 

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სამ­კა­ულს, ის, გარ­და იმი­სა, რომ მრა­ვალ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი და ორი­გი­ნა­ლუ­რიც არის. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დონე. უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი სამ­კა­უ­ლის ფე­ნო­მე­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სამ­კა­უ­ლი და მო­სარ­თა­ვი. მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რია აღ­ვად­გი­ნოთ, დრო­ში ვი­მოგ­ზა­უ­როთ.

 

 

ოქ­როს თავ­სამ­კა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი, სა­კი­დე­ბი, მძი­ვე­ბი, ქსო­ვილ­ზე და­სა­კე­რე­ბე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი.... - სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცუ­ლი სამ­კა­უ­ლის ნი­მუ­შე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ იმა­ზე, თუ რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ვინ ქმნი­და ამ სამ­კა­უ­ლებს და ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც მათ ატა­რებ­და.

 

 

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE არ­ქე­ო­ლოგს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს ანა ჭყო­ნი­ას ესა­უბ­რა.

 

 

“სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­კა­უ­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი ცნო­ბი­ლია ძვე­ლი ქვის ხა­ნი­დან, უფრო ზუს­ტად, ზედა პა­ლე­ო­ლი­თის მღვი­მე­ე­ბი­დან. აქე­დან და­წყე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი გახ­და ადა­მი­ა­ნის ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი - მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. სამ­კა­ულ­ში აი­რეკ­ლა გარ­კვე­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ეტა­პის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი; გამ­ჟღავ­ნდა კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქის ყვე­ლა სი­ახ­ლე - მა­სა­ლის, ფორ­მის და მხატ­ვრუ­ლი სტი­ლის სა­ხით. სამ­კა­უ­ლის ევო­ლუ­ცი­ა­ში დიდი როლი ითა­მა­შა ლი­თო­ნის ათ­ვი­სე­ბამ. თან­და­თა­ნო­ბით ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა ოქ­როს სამ­კა­ულ­მა, რო­მელ­მაც, მხატ­ვრულ-ეს­თე­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ-რი­ტუ­ა­ლურ ფუნ­ქცი­ას­თან ერ­თად, შე­ი­ძი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სიც. ოქ­როს სამ­კა­ულ­ში აი­სა­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოს­ნო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, აგ­რეთ­ვე, გარე სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გად, თა­ნად­რო­უ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი­დან შე­მოღ­წე­უ­ლი ზო­გა­დი მხატ­ვრუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი.“

 

 

AMBEBI.GE მო­გი­თხრობთ ოქ­როს სამ­კა­უ­ლის ოთხ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუ­შ­ზე, რომ­ლე­ბიც მომ­დი­ნა­რე­ობს ძვე­ლი კოლ­ხე­თის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი­დან - ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი­დან, კერ­ძოდ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კოლ­ხი ქა­ლე­ბის სა­მარ­ხე­ბი­დან: ოქ­როს დი­ა­დე­მა, ყელ­სა­ბა­მი, წყვი­ლი სა­ყუ­რე, აგ­რეთ­ვე, ოქ­როს ბალ­თა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი შემ­თხვე­ვით.

 

 

მხედ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი

 

1961 წლის აღ­მო­ჩე­ნებ­მა ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის შეს­წავ­ლა­ში. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი - არ­ქე­ო­ლო­გის ნინო ხოშ­ტა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­თხა­რა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდიდ­რუ­ლი სა­მარ­ხი (რი­გით №6 სა­მარ­ხი, თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რით), რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ოქ­როს სამ­კა­ულს (1346 ერ­თე­ულს აღ­წევს). მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს მხედ­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი წყვი­ლი სა­ყუ­რე და უკვე ნა­ხე­ვარ სა­უ­კე­ნე­ზე მე­ტია ამ სამ­კა­უ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და აღ­ტა­ცე­ბა არ ნელ­დე­ბა. ვა­ნის სა­ყუ­რე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი­სა­გან შედ­გე­ბა: ოვა­ლურ გახ­სნილ და ბო­ლო­ებ­გახ­ვრე­ტილ „რგოლ­ზე“ მოძ­რა­ვად და­მაგ­რე­ბუ­ლია „ბა­ქან­ზე“ მდგა­რი წყვი­ლი მხე­და­რი, ხოლო „ბა­ქან­ზე“ ძეწ­კვე­ბით - რკოს მსგავ­სი სა­კი­დე­ბი.

 

 

მხედ­რის და ცხე­ნის ფი­გუ­რე­ბი ფუ­ყეა, მხე­და­რი გა­მო­სა­ხუ­ლია ტან­საც­მლის გა­რე­შე, მხო­ლოდ წელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლია ქა­მა­რი და თე­ძოს­თან - კა­პარ­ჭი (სა­ის­რე). თავი ერ­თი­ა­ნად და­ფა­რუ­ლია მცი­რე ზო­მის ოქ­როს ბურ­თუ­ლე­ბით - ე.წ. ცვა­რა­თი (თმე­ბის ან ქუ­დის გა­მო­სახ­ვა). ცხე­ნის სხე­ულ­ზე ცვა­რა­თი შედ­გე­ნი­ლი სამ­კუ­თხე­დე­ბის რი­გე­ბია; შუბ­ლზე ცვა­რას­გან შედ­გე­ნი­ლი სამ­კუ­თხე­დია დას­მუ­ლი, რაც ცხო­ვე­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია - „ღვთის წილი“ ანუ საღვთო ცხო­ვე­ლია. ერთ სა­ყუ­რე­ზე, ცხე­ნის გა­ვა­ზე ასე­ვე ცვა­რა­თი გა­მოყ­ვა­ნი­ლია სვას­ტი­კას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა მზის სიმ­ბო­ლოდ, უწყვე­ტი მოძ­რა­ო­ბის ნი­შა­ნია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბას­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სვას­ტი­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძვე­ლი კოლ­ხე­თის სხვა­დას­ხვა სა­ხის ძეგ­ლებ­ზე, მათ შო­რის ოქ­როს სამ­კა­ულ­ზე მი­უ­თი­თებს ამ უცხო წარ­მო­მავ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს დამ­კვიდ­რე­ბას ძვე­ლი კოლ­ხე­ბის რე­ლი­გი­ურ აზ­როვ­ნე­ბა­ში.

 

 

 

 

ვა­ნის სა­ყუ­რე­ე­ბი კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ტი­პი­უ­რი სამ­კა­უ­ლია; ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყმის კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ნი­მუ­შებს თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი სტი­ლით, აგ­რეთ­ვე, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა ში­ნა­არ­სით (მხედ­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა „დიდი დე­დის“ კულტს, მყა­რად და­ფუძ­ნე­ბულს ძველ კოლ­ხეთ­ში). ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოქ­როს სამ­კა­ულს შო­რის. მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვაა ცნო­ბი­ლი მსგავ­სი სამ­კა­უ­ლის აღ­მო­ჩე­ნი­სა ქვე­მო ვოლ­გის­პი­რეთ­ში, სა­ზონ­კინ ბუ­გო­რის სა­მა­რო­ვან­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სავ­რო­მა­ტის სა­მარხში. შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ირ­კვა, რომ ისიც ძვე­ლი კოლ­ხე­თის ერთ-ერთ სა­წარ­მოო ცენ­ტრშია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ვა­ნის სა­ყუ­რე­ებ­თან ერ­თად კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია.

 

 

მხედ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი

 

 

ოქ­როს მრგვა­ლი ბალ­თა

 

ბალ­თა მა­მა­კა­ცი­სა და ლო­მის ბრძო­ლის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, აღ­მოჩ­ნდა ვან­ში შემ­თხვე­ვით; 1929 წლი­დან და­ცუ­ლია ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში (სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი). ვან­სა და მის მი­და­მო­ებ­ში მა­ნამ­დე შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნილ და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბალ­თა გა­მო­ნაკ­ლი­სია და ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც მი­აღ­წია მუ­ზე­უ­მამ­დე.

 

 

ბალ­თის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ასა­ხუ­ლია ჰე­რაკ­ლეს გმი­რო­ბე­ბის ციკ­ლი­დან ცნო­ბი­ლი ეპი­ზო­დი - ჰე­რაკ­ლეს ბრძო­ლას ნე­მე­ის ლომ­თან . ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლო­სან­მა გა­და­ა­მუ­შა­ვა ეს მითი. რო­გორც წესი, გა­მო­ი­სა­ხე­ბა ბოლო მო­მენ­ტი, როცა ბრძო­ლა მთავ­რდე­ბა. ლომი უძ­ლუ­რია, მომ­წყვდე­უ­ლია და ჰე­რაკ­ლე ამარ­ცხებს მას. ამ ბალ­თა­ზე კი ჰე­რაკ­ლე და ლომი არი­ან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გმი­რი არ ამარ­ცხებს ამ ლომს. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი არის გა­კე­თე­ბუ­ლი ლომ­ზე. ეს არის ერ­თა­დერ­თი ასე­თი სამ­კა­უ­ლი, სა­დაც ბრძო­ლის თემა შეც­ვლი­ლია . ლომი თავ­დამ­სხმე­ლია და არა მსხვერ­პლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ლო­მის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ, აქე­მე­ნი­დუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნას, სა­დაც ლომი მი­იჩ­ნე­ო­და პო­ზი­ტი­ურ, მზის სიმ­ბო­ლოდ.

 

 

ოქ­როს დი­ა­დე­მა

 

ეს ოქ­როს დი­ა­დე­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლია ვა­ნის ერთ-ერთ მდიდ­რულ სა­მარხში, 1969 წელს აკა­დე­მი­კოს ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ამ დი­ა­დე­მას­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლია მთე­ლი კომ­პლექ­ტი, რა­მაც მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში იყო, რომ მა­შინ­ვე აღი­ა­რეს მისი უნი­კა­ლუ­რო­ო­ბა და ორი­გი­ნა­ლო­ბა. ეს არს ძი­რი­თა­დი რკა­ლი , დაგ­რე­ხი­ლი ფირ­ფი­ტე­ბით. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე და ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ლამ­ზე აქვს. რკა­ლი რომ­ბი­სე­ბუ­რი ფირ­ფი­ტე­ბით და კა­ვე­ბით. ეს რკა­ლი თავი ქა­ლის დი­ა­მეტრს აჭარ­ბებს და სა­ვა­რა­უ­დოდ იგი დიდ ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ან თავ­სა­ბუ­რავ­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო. თითო ფირ­ფი­ტა­ზე თითო კა­ვია და ისი­ნი იკვრე­ბა.

 

 

 

 

ფირ­ტი­ტა­ზე არის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, ერთ ფირ­ფი­ტა­ზე ორ ლომს მომ­წყვდე­უ­ლი ჰყავს შუ­ა­ში ხარი, მე­როე ფირ­ფი­ტა­ზე კი ორი ლომი ეჭი­დე­ბა ჯიხვს. ეს ფორ­მა კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მა რომ არის და ად­გილ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი ეჭვგა­რე­შეა. თუმ­ცა სი­უ­ჟე­ტია უნი­ვერ­სა­ლუ­რი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კოლ­ხე­თი იყო გახ­სნი­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, ჰქონ­და მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­თან და ით­ვა­ლი­სიწ­ნებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. სი­უ­ჟე­ტი ახ­სნი­ლია რო­გორც სი­ცო­ცხლის და სიკ­ვდი­ლის ჭი­დი­ლი, მას აქვს სიმ­ბო­ლუ­რი რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ აკ­ლდა­მა­ში იყო დაკ­რძა­ლუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ან ქუ­რუ­მი იყო , ან რა­ი­მე­ნა­ი­რად უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ტაძ­რო ცხოვ­რე­ბას. ფაქ­ტია, რომ ასე­თი მდიდ­რუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი მა­ღა­ლი რან­გის ქა­ლის შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

 

 

ოქ­როს დი­ა­დე­მა

 

 

კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მი

 

ეს ყელ­სა­ბა­მიც აღ­მო­ჩე­ნი­ლია იმ მდიდ­რულ აკ­ლდა­მა­ში , რო­მელ­შიც დი­ა­დე­მა. ის მარ­თლაც ერ­თა­დერ­თი და უნი­კა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერ­თა­დერ­თია. ეს ყელ­სა­ბა­მი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­კი­დე­ბის­გან დ მრგვალ სფე­რო­სე­ბუ­რი ოქ­როს მძი­ვე­ბის­გან. არის 30 მცი­რე ზო­მის კუ და ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი, მოზ­რდი­ლი კუ. გა­კე­თე­ბუ­ლია აქ­ცენ­ტი მოზ­რდილ კუზე, და­ნარ­ჩე­ნი რიტ­მუ­ლად, სფე­რო­სე­ბურ მძივ­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბით არის ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი. ულა­მა­ზე­სია ეს ჩრდი­ლე­ბის თა­მა­ში. ცვა­რა­სი და ოქ­როს ფირ­ფი­ტის ნა­წი­ლე­ბი დიდ ეფექტს იძ­ლე­ვა.

 

 

რე­გუ­ლა­რუ­ლად, ზო­ლე­ბად ან სამ­კუ­თხე­დე­ბად არის დაც­ვა­რუ­ლი. ასე­თი სა­ხის სტრუქ­ტუ­რა ყელ­სა­ბა­მის იმ დრო­ი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. უფრო ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში აქ­ცენ­ტის გა­რე­შე, ერთი ზო­მის სა­კი­დე­ბი იყო , ამ პე­რი­ო­დის­თვის , მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის­კენ კი უკვე ერთი, ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­კა­უ­ლის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა. ამ სა­ერ­თო გავ­რცე­ლე­ბულ მო­დას მის­დევს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლო­სა­ნიც და დიდი ზო­მის კუს აქ ჩარ­თვა ამის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ დე­კო­რა­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის. ამა­შიც , რო­გორც ყვე­ლა სა­კა­ულ­ში, არეკ­ლი­ლია იმ დრო­ის რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. კუ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ქალი ღვთა­ე­ბი­სერთ-ერთი ატ­რი­ბუ­ტია . კუ თვი­თონ ასე­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა. თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლია უძ­ვე­ლე­სი კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სამ­კა­უ­ლე­ბი.

 

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 2564 ჯერ

სიახლეები