ამ გვერდის ამობედვა

რა ვიცით სკანდალურ მხატვარზე, რომელიც არავის უნახავს, თუმცა მისი ნამუშევრები მილიონები ღირს

ბენ­ქსი - მსოფ­ლი­ო­ში ამ ფსევ­დო­ნი­მით არის ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი გრა­ფი­ტის მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც არას­დროს არა­ვის უნა­ხავს.

მას ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ და მის­ტი­კურ მხატ­ვარს უწო­დე­ბენ.

 

ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მის ახალ ნა­მუ­შე­ვარს ხე­და­ვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან. ბენ­ქსის ნა­ხა­ტე­ბი მი­ლი­ო­ნე­ბი ღირს და მსოფ­ლი­ო­შია სა­ხელ­გან­თქმუ­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მას­ზე არა­ვინ არა­ფე­რი იცის.

 

ბენ­ქსის ნა­მუ­შე­ვა­რი ბრის­ტოლ­ში
  • ვინ არის ბენ­ქსი და რო­დის გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად?

რო­გორც BBC წერს, ეს ზუს­ტად არა­ვინ იცის. ბენ­ქსი ანო­ნი­მი ბრი­ტა­ნე­ლი გრა­ფი­ტის მხატ­ვა­რია, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრის­ტო­ნი­დაა. ის ვი­ნა­ო­ბას სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, კედ­ლებ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ბენ­ქსის ნა­ხა­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლი აქვს, ამი­ტო­მაც, მისი ხელ­წე­რის ამოც­ნო­ბა რთუ­ლი არაა.

 

ბენ­ქსის ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­უ­თ­ჰემპტო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს კე­დელ­ზე, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ეძღვნე­ბა - არა­ნა­ი­რი სპა­ი­დერ­მე­ნი და ბეტ­მე­ნი, ახლა ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რე­ლი სუ­პერ­გმი­რე­ბი ექი­მე­ბი არი­ან

 

ბენ­ქსის ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლად 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ბრის­ტოლ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, სა­დაც კე­დელ­ზე გრა­ფი­ტით და­ხა­ტა.

 

ე.წ. სთრით არტი და გრა­ფი­ტი კრი­მი­ნა­ლად მი­იჩ­ნე­ვა, ამი­ტო­მაც, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის და­სა­წყის­ში ანო­ნი­მუ­რად რჩე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნო­და. ახლა კი, როცა არც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და ყვე­ლას სურს მისი ვი­ნა­ო­ბის გა­გე­ბა, მა­ინც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.

 

თავ­და­პირ­ვე­ლად, ბენ­ქსის ნა­მუ­შევ­რე­ბი ბრის­ტოლ­ში იყო, მაგ­რამ 2000-იან წლებ­ში მისი ხე­ლოვ­ნე­ბა უკვე მთელ დიდ ბრი­ტა­ნეთს მო­ე­დო, დღეს კი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვდე­ბით ბენ­ქსის მიერ მო­ხა­ტულ კედ­ლებს.

 

 

 

  • რა არის ბენ­ქსის სტი­ლი?

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­საქ­მნე­ლად ბენ­ქსი სტენ­სილს იყე­ნებს. რო­გორც BBC წერს, შე­საძ­ლოა, ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვა, რომ ეს ხატ­ვის უფრო სწრა­ფი გზაა. შე­მოქ­მე­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გრა­ფი­ტის ფრან­გი ოს­ტა­ტის, სა­ხე­ლად Blek le Rat-ის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­და და ამის გამო, ადრე ამ ორის ნა­მუ­შევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­შიც ერე­ო­დათ ხოლ­მე.

 

ბენ­ქსი მხო­ლოდ ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ის ასე­ვე ქმნის ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებს, ინ­სტა­ლა­ცი­ებს.

 

 

ბენ­ქსის შე­მოქ­მე­დე­ბა არ არის მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის. ის მო­ი­ცავს პო­ლი­ტი­კურ გზავ­ნი­ლებს, ასე­ვე შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იმ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს.

 

  • რა ღირს ბენ­ქსის შე­მოქ­მე­დე­ბა?

მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და ფასი მი­ლი­ო­ნებს აღ­წევს. ბევრ ადა­მი­ანს მოს­წონს, რა­საც მხატ­ვა­რი ქმნის და მათ­თვის შე­მოქ­მე­დის ნა­მუ­შევ­რე­ბი ძვირ­ფა­სია, ამი­ტო­მაც, თან­ხა არ ენა­ნე­ბათ.

 

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თა­ვად ბენ­ქსის არ ხიბ­ლავს, როცა მის ნა­ხა­ტებ­ში ამ­ხე­ლა ფულს იხ­დი­ან. 2008 წელს, ლონ­დონ­ში, სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე მისი ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი 1.4 მლნ ფუნ­ტად გა­ი­ყი­და. ტი­ლო­ზე ასა­ხუ­ლი იყო გო­გო­ნა, გუ­ლის ფორ­მის ბუშ­ტით. გა­ყიდ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნა­ხატ­მა "სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა“ და­ი­წყო - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩარ­ჩო­ში ხე­ლო­ვან­მა შრე­დე­რი (ქა­ღალ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი) ჩას­ვა.

 

1.4 მი­ლი­ონ ფუნ­ტად გა­ყი­დუ­ლი ნა­ხა­ტი, რო­მელ­მაც "სა­კუ­თა­რი თავი გა­ი­ნად­გუ­რა"

 

აუქ­ცი­ო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, შრე­დე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ერ­თგვა­რი პროს­ტეს­ტი იყო ხე­ლო­ვა­ნის მხრი­დან იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ნა­ხა­ტებ­ში დიდ თან­ხას იხ­დი­ან.

 

ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რებს ქმნის და სურს, რომ გა­ყი­დოს, ბევ­რი ფული იშო­ვოს, ზო­გიც კი ქმნის იმის­თვის, რომ თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით სხვებს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭოს. ამ­ბო­ბენ, რომ ბენ­ქსიც ასეთ შე­მოქ­მედ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 2699 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2020

სიახლეები