ამ გვერდის ამობედვა

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება. მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.

 

დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“.
 
ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან  ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“.
 
დიუსელდროფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“ მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, დამთვალიერებელი, ასევე იხილავს პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის,  კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება როგორც, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა  ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატები.
წაკითხვა 884 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 10 2018

სიახლეები