ამ გვერდის ამობედვა

“თამარ მეფე : მითი სრულყოფილი მმართველობის შესახებ” - BBC-მ თამარ მეფის შესახებ პოდკასტი შექმნა

“თამარ მეფე : მითი სრულყოფილი მმართველობის შესახებ” - ამ სათაურით აქვეყნებს BBC 44-წუთიან პოდკასტს თამარ მეფის შესახებ.

"თამარ მეფე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ფერადი მმართველი იყო. ძლიერი შუასაუკუნეების სუვერენი, რომელიც აკონტროლებდა კავკასიონის დიდ ნაწილს და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. მას მჭიდრო კულტურული კავშირები ჰქონდა როგორც ბიზანტიასთან, ასევე სპარსეთთან. მისი გავლენა ბრძოლის ველს სცდებოდა: იგი ქართული "ოქროს ხანის" ბოლო ფაზას ხელმძღვანელობდა, რაც კლასიკური ქართული ეკლესიების მშენებლობასა და ხელოვნების აყვავებას მოიცავდა, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი (შოთა რუსთაველი) შექმნა", - ვკითხულობთ პოდკასტის აღწერაში.

 

ვინ იყო თამარ მეფე? როგორ მოვიდა იგი მმართველობაში და როგორ გადაურჩა მტრებს? რატომ არის დღემდე შემორჩენილი მითები მისი მმართველობის შესახებ, რომელიც მისმა ერთგულმა მემატიანეებმა განაახლეს? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს BBC-ის მკვლევარის, ბრიჯიტ კენდალის, მიერ მომზადებული პოდკასტი, რომელიც თბილისის ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნული ცენტრის უფროს მკვლევარ - ეკატერინე გედევანიშვილთან, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორ - ალექსანდრე მიქაბერიძესთან, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მკვლევარ - სანდრო ნიკოლაიშვილთან და ლონდონის დედოფალ მარიამის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ - დონალდ რეიფილდთან თანამშრომლობით მომზადდა.

წაკითხვა 1705 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 20 2020

სიახლეები