აფხაზური პოეზიის ანთოლოგია ქართულ ენაზე გამოიცა
"აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" ქართულ ენაზე გამოიცა.
კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა. ანთოლოგიაში 65 ავტორის ლექსი და პოემაა შესული.
"ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ჯერ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დაიბრუნონ ერთმანეთი. გაჩნდეს ნდობა, აღდგეს ურთიერთობები და დანგრეული ხიდები. ამისთვის World of Diaspora მნიშვნელოვან ღონისძიებებს და პროექტებს გეგმავს. ამ ანთოლოგიის გამოცემაც ქართულ-აფხაზური ურთერთბების აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ",- განაცხადა პროექტის მხარდამჭერმა, ლალი ბუთბაიამ.
გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას თქმით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და უფრო ადრეულ პერიოდში ბეჭდური ან ხელნაწერი ნიმუშები ცნობილი არ არის.
სიახლეები
- ამნისტია მშენებლობებზე - რა სახის დარღვევები ჩაითვლება საპატიოდ
- ოთხშაბათს შეიძლება შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდეს - რა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
- როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი
- დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები
- "იბრიქებოდნენ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე, დაიცვეს მელია? უბრალო აქტივისტები შეატოვეს და დააკავებინეს" - ელისაშვილი