იანვარი 18 2022 წაკითხვა 521 ჯერ

ქუთაისში, ქალაქის მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის და კინოთეატრ " საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, ყოველი თვის ბოლო შაბათს, გაიმართება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების საპრემიერო ჩვენება.

დეკემბერი 24 2021 წაკითხვა 496 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა.

 

მონეტის ავთენტურობის დასადგენად საექსპერტო კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.

 

ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.

 

მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია.

 

დღემდე,  მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ  ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,  რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.

 

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე  სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების  დადგენა შეუძლებელია.

 

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის - 12  ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6  ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII  საუკუნით.

 

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით - „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“,  ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

 

აღნიშნული არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

დეკემბერი 21 2021 წაკითხვა 457 ჯერ

25 დეკემბერს, 18:00 საათზე , კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართება ალექსანდრე კობერიძის ფილმის „ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ პრემიერა.

დეკემბერი 18 2021 წაკითხვა 456 ჯერ

საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ნოემბერი 10 2021 წაკითხვა 441 ჯერ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.

სექტემბერი 18 2021 წაკითხვა 599 ჯერ

მსახიობი კოტე მგალობლიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გვერდი 4 სულ 14
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.