March 29, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 36-ე  სხდომა გაიმართა

დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით 36-ე სხდომა გაიმართა. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს: 

1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აღნიშნული ცვლილება გულისხმობს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლის საშტატო პოზიციაზე გადაყვანას.

 

2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ა) პროექტის მიღების მიზეზი

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციონირებისა და ვალდებულებების  შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების,გასაწევის გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობას წარმოადგენს.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მე-6 ცვლილების პროექტის შემუშავებას საფუძვლად დაედო „საქართველოს კონსტიტუცია“ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ გადასახდელებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტი.

ბ) პროექტის მიზანი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მე-6 ცვლილების ფინანსური ნუსხის დამტკიცება;

გ) პროექტის ძირითადი არსი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები  შემოსულობების და  გადასახდელების ნუსხის დამტკიცება.

 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით ბიუჯეტის  ცვლილების პროექტი წარმოდგენილია საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის   №385 ბრძანების შესაბამისად ბიუჯეტის პროექტი მომზადებულია პროგრამული ფორმატით.

ძირითადი  მაჩვენებლები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად განვითარებული მოვლენები.

აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება არ შეცვლილა. ცვლილება განიცადა მხოლოდ ხარჯვითმა ნაწილმა, კერძოდ, წარმოქმნილი ეკონომიების გამო მოხდა პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაცვლება.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები დაკორექტირდა, მაგრამ ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით მთლიანი ასიგნება უცვლელი დარჩა და იგი შეადგენს 76634,2 ათას ლარს. (კონკრეტული ცვლილებების ნუსხა თან ერთვის)

                 

2) პროექტი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

3) წარმოდგენილი პროექტი მოწონებული იქნა ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

4) პროექტის ავტორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.

5) პროექტის ინიციატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

3. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2018-2021 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 ნოემბრის №322 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები მოისმენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ანგარიშს.

 

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის №61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

უძრავი ქონების  სარგებლობაში და საპრივატიზაციო  ოიბიექტების გეგმაში  დამატების  შემთხვევაში, მათი  პრივატიზაციაში ან  სარგებლობაში გაცემის  შემდგომ მოხდება  დამატებითი  შემოსავლების მიღება.

 

7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქალაქსერვისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

საკითხი ითვალისწინებს  შ.პ.ს "ქალაქსერვისისთვის" რუსთაველის #2- ში მდებარე  საზოგადოებრივი საპირფარეშოს  უსასყიდლოდ, უზურფრუქტის  ფორმით  გადასაცემად აღმასრულებელი ორგანოსთვის თანხმობის მიცემას.

 

8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე რაულ ჩიხლაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის  შესახებ.

აღნიშნული საკითხი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე მოქალაქე რაულ ჩიხლაძისთვის  კოღუაშვილის  ქუჩის #5 ის  დასავლეთით  მდებარე სპორტული  მოედანის, სარგებლობაში, იჯარის  ფორმით გადაცემას.

სარგებლობაში გადაცემის  შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია მოაწესრიგოს  სპორტული მოედნის ხელოვნური საფარი, მოაწყოს  საშხაპეები, გასახდელები, მედპუნქტი, თეორიული მეცადინეობის ოთახები, ბავშთა ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და  განახორციელოს სოციალური  აქტივობები. მოიჯარე აგრეთვე  ვალდებულია  შეინარჩუნოს  სარგებლობაში გადაცემულ  ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები და  გაამწვანოს ტერიტორია. ყოველწლიური საიჯარო თანხა 29,200,0 ლარს შეადგენს.

 

9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანისა და სამტრედიის  მუნიციპალიტეტებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის  თაობაზე.

აღნიშნული საკითხი ითვალისწინებს  ქუთაისის  საკუთრებაში არსებული  მეორადი  ტიპის გარე განათების სანათები  ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, სოფლებში განათების  ქსელის  მოწყობის მიზნით.

 

10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

აღნიშნული საკითხი ითვალისწიენებს ორგანიზაციის განცხადების საფუძელზე სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის“ მოთხოვნილი უძრავი ქონების (მის. ქ.ქუთაისი რუსთაველის #3/ა, 29.88 კვ.მ) პირდაპირი  განკარგვის  წესით, უსასყიდლოდ უზურფრუქტის  ფორმით გადაცემას.

 

წაკითხვა 422 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.