ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა

ჩამოვარდა თუ ჩამოხსნეს - სოციალური ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა. ეროვნული სიმბოლიკა, ქუთაისში ზოგჯერ ქარს მიაქვს, ხან კიდევ ქარი აზინებს და მერია ხსნის. 

r45

 

47 მეტრიანი დროშის  სადგარი კი ძირითადად დროშის გარეშეა აღმართული. აღნიშნული დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს კი დროშის აღმართვა 65 ათასი ლარი დაუჯდა.

 

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დროშა არ ჩამოვარდნილა და დროებით ჩამოხსნეს. ახლა კი ისევ აღმართულია.

 

https://mtavari.tv/news/24847-chamovarda-tu-chamokhsnes-kutaisshi-drosha?fbclid=IwAR3HLlcGyX1h8PhyzTD7T_arHE6SzVhmcOaD8Gg5x5aFF3fJ6AWJUhPr1n0

წაკითხვა 426 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2020