ამ გვერდის ამობედვა

ბაღდათის რაიონში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს

ბაღდათის რაიონ სოფელ ობჩაში, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად, ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

 

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.
 
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
 
 
0ca34323b100a0e16065d211a598d1fe L
წაკითხვა 795 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2018

სიახლეები