ამ გვერდის ამობედვა

ზუგდიდის რაიონში მამაკაცმა ბიძა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მამაკაცმა ბიძა მოკლა. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარი ცხელ კვალზე გახსნეს და 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან ბიძა გასროლით დაჭრა. დაღუპული 1965 წელს დაბადებული გ.ა. არის, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაკითხვა 842 ჯერ