ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს

სკოლებში ონლაინ სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს.

ინტერნეტით უზრუნველყოფის პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში მომზადდა. 2021 წელს პროგრამისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.

 

ინტერნეტის გადასახადის დაფინანსებას მიიღებენ ქუთაისში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და რომელთა, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65,000-ს. ვაუჩერის მისაღებად ბენეფიციარებმა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: განმცხადებლის პირადობის მოწმობის, ასევე ოჯახის წევრი არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის სკოლის მოსწავლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ინტერნეტ პროვაიდერის რეკვიზიტები. თანხის ანაზღაურება მოხდება ვაუჩერული პრინციპით, თვეში არაუმეტეს 20 ლარისა. 

წაკითხვა 557 ჯერ