ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, მარტივი ტიპის მოედანი გაიხსნა

ბუხაიძის 25 ნომერში, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ იმედა საღინაძესთან ერთად, მარტივი ტიპის მოედანი გახსნა.

 

აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენიმე თვის უკან ადგილობრივი თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო.

ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო, რომელიც ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის, ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ.

ქალაქის მერმა ბავშვებს საჩუქრად ბურთებიც გადასცა და განაცხდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით. მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით.

,,რამდენიმე თვის უკან ბუხაიძის 25 ნომრის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, ადგილზე მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად. რადგან აქ საკმარისი სივრცე არ იყო და ტერიტორია ავტოფარეხებს ეკავა, მათ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. ქუთაისის მერიამ ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოაწყო, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისთვის უკვე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. ქალაქში წელს უკვე 14 მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო სხვადასხვა უბანში და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

წაკითხვა 922 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.