დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა

ქუთაისთან დამონტაჟებული თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა. ფინური წარმოების დანადგარი დასავლეთ საქართველოს სრულად მოიცავს და მეტეოროლოგებს სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით უზრეუნველყოფს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო ქინქლაძე აცხადებს, რომ ტექნოლოგია ამინდის ზემოკლე პროგნოზირების შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 

"ის საშუალებას გვაძლევს ღრუბლებში წყლის დონის იდენტიფიცირება მოხდეს, დავაკვირდეთ ღრუბლის გეოგრაფიულ გადაადგილებას და გავრცელების არეალებს.

 

შესაბამისად, გვაქვს საშუალება  მივიღოთ დროული გადაწყვეტილება საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ.", - განაცხადა მან.

 

ტექნოლოგიის შეძენა და მონტაჟი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

წაკითხვა 504 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.