იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
"8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, დღე რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის. როგორი უნდა იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ქართველს აძლევს ბოლომდე ბრძოლის ძალას საქართველოსთვის. ამ პათოსით იზრდებოდნენ თაობები და კიდევ ბევრი გაიზრდება. ვულოცავ დავითობას სრულიად საქართველოს,“ - ზვიად შალამბერიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - დიდგორი უკავშირდება.
მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
სიახლეები
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე
- 29 აპრილს, ქუთაისში აქცია-კონცერტი - “არა რუსულ კანონს” გაიმართება
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი