ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 21:00 საათისთვის მათ თანამოაზრეებს არ გაათავისუფლებენ, ისინი ქალაქი ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.

 

„იმ ვანდალური აქტის შემდეგ, რომელიც შსს-მ განახორციელა ქუთაისის მერიასთან, ვაკეთებთ საგანგებო განცხადებას, მივმართავთ შსს-ს დღეს 21:00 საათამდე ჩვენი ექვსი აქტივისტი დაუყონებლივ გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქალაქის მასშტაბით მოვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას, ჩვენი აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით. ამ ადამიანებმა, მთელი ღამის განმავლობაში გვსდიონ და გვიყარაულონ“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, ლაშა ხუსკივაძემ.

 

ქუთაისის მერიის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

წაკითხვა 353 ჯერ