March 29, 2024

ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

 

სასწავლო პროცესი დღეს ქუთაისშიც საკლასო ოთახებში განახლდა. შენობაში შესვლამდე ყველა მოსწავლეს თერმოსკრინინგი უტარდებდა. პედაგოგებისთვის პირბადე სავალდებულოა. რაც შეეხება მოსწავლეებს, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით პირბადის ტარება სავალდებულოა, ხოლო დაწყებითი საფეხურის აღსაზრდელებისთვის ნებაყოფლობითია.

 


განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.


„სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობელს, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.


მათივე ცნობით, მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – online.emis.ge. ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათების შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

წაკითხვა 380 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.