March 29, 2024

მივლინებაში ვიყავი - ქუთაისის მერი აქციის მონაწილეებს პასუხობს

არ გახლდით ქუთაისში, მივლინებაში ვიყავი – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზედაც დაპირისპირება მოხდა და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ქუთაისის მერმა მივლინების დამადასტურებელი საბუთები ჟურნალისტებს წარუდგინა.

“თბილისში ვიყავი. მე არ ამირიდებია თავი ვინმეს შევხვედროდი, თუმცა სამწუხაროდ იმ დღეს ქალაქში არ გახლდით და როგორც კი დავბრუნდი მაშინვე გავაკეთე კომენტარი. იძახოდნენ გამოვიდეს, კაბინეტშია, შუქები ანთიაო. ყველამ იცოდა და გაცხადებული იყო რომ მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი,” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილიმა.

 

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ბიუჯეტის თანხების სარესტორნო მომსახურებაში დახარჯვაზე ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

 

“ეს იყო ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალური თამაშისთვის “ვერას” კალათბურთელთა მასპინძლობის თანხა, თავისი სასტუმროთი და კვებით. მე ასე დოკუმენტებით გავცემ პასუხებს მათ, ვისაც გასაცემი აქვს. მეორე საკითხი რომელიც მომსახურებიდან გავიდა ეს იყო ჩვენი ექიმებისა და კლინიკების დაჯილდოვება ბროლის თასებით, რომელზედაც დაეწერა “მადლობა მათ კოვიდში გაწეული ღვაწლისთვის”. სხვა ხარჯი არ ყოფილა გაწეული. ყველას მინდა გთხოვოთ გადავამოწმოთ ინფორმაცია. მე ყველას გავცემ პასუხს ასე დოკუმენტებით, ვინც ჩვენი ქალაქის და ჩემს ღირსებას უდიერად მოიხსენიებს. მე ისე მიცხოვრია და მიკეთებია ჩემი საქმეები არაფერი არ მჭირს იმის რომ ქუთაისელ ხალხს დავემალო,” – განაცხადა ქუთაისის მერმა. 

 

მისი თქმით, ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

 

"ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება,"- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვიმა.

 

წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 15 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.