ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის “ენკასგან” რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია აპოლიტიკური ხასიათისაა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

 

აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებოდნენ. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც „არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება“. აქციას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

 

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2021