April 26, 2024

22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა - გუდამაყარში კლდე ჩამოიშალა

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

 

,,მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

 

გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 402 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.