ამ გვერდის ამობედვა

მეზობლების თქმით, ქუთაისში სასწრაფოს დაგვიანების გამო მოქალაქე გარდაიცვალა

,,სანამ ქალი არ გამოესალმა სიცოცხლეს, სასწრაფო არ მოვიდა, სასწრაფოს დაუდევრობით გარდაიცვალა", -  ამის შესახებ ქუთაისში, სასტუმრო ,,თბილისში" მცხოვრები მოქალაქეები საუბრობენ.

 

მათივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით ერთ საათში მივიდა. 

 

ექიმებს 74 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

 

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

წაკითხვა 416 ჯერ

სიახლეები