ქუთაისში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა გაიმართა

25 მარტს, ქუთაისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, სასტუმრო „ბესთ ვესტრენში“, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა გაიმართა.

 

პრეზენტაციას იმერეთის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ.

 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმა მომზადებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართებით.

 

შეხვედრის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე,  იურიდიული დახმარების სამსახურის  2021 წლის სამოქმედო გეგმა ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით სიმონიამ წარადგინა.

 

164809829 4474288282586309 914381795902286798 n

 

შეხვედრის შესახებ FirstNews.ge-ს „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით სიმონია ესაუბრა:

 

„დღეს, ქალაქ ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, უფლებების დაცვისა და განხორციელების რეალიზებასთან დაკავშირებით.

 

სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს შშმ პირებთან და მათ აქტიურად ჩართავს ყველა იმ პროექტში რასაც განვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს 2020 წლიდან ძალაში შევიდა კანონი შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ  და ამ კანონით გაიზარდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შშმ პირს ნებისმიერ დროს საშუალება ექნება გამოიყენოს იურიდიული სამსახურის სერვისები, ჩვენ გამოვუყოფთ მათ ადვოკატს და დავიცავთ მათ,“ - აღნიშნა დავით სიმონიამ.

 

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც იმერეთის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

ანალოგიური შეხვედრის გამართვა 26 მარტს თბილისშია დაგეგმილია.

 

შეხვედრების დასრულების შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახური გეგმავს გაითვალისწინოს შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.

 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ 2021 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება .

წაკითხვა 550 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 25 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.